ჩვენს შესახებ

ოლიმპიადა „ალგორითმის“ გამოცდილმა, პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა საერთო ეროვნული გამოცდების შედეგების სტატისტიკური მონაცემებისა და კვლების საფუძველზე ჩათვალა საჭიროდ იმიტირებული საგამოცდო გარემოს შექმნა, რათა აბიტურიენტებმა დროულად შეაფასონ თავიანთი ცოდნა, გამოავლინონ საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები, სწორად მიმართონ სასწავლო პროცესი.

ოლიმპიადა „ალგორითმი“ ეს არის აბიტურიენტებზე გათვლილი ქართულის, ინგლისურის, ისტორიისა და მათემატიკის პრეტესტი ეროვნული გამოცდების წინ. აბიტურიენტებს საშუალება მიეცემათ, მოსამზადებელ პერიოდში შეაფასონ თავიანთი ცოდნის დონე.

ოლიმპიადის საშუალებით აბიტურიენტები შეძლებენ შეცდომების აღმოფხვრას, ცოდნის გაღრმავებასა და შესაბამისი სტრატეგიების შემუშავებას. ამავდროულად, ოლიმპიადის ფორმატით დაგეგმილი განმავითარებელი უკუკავშირი საშუალებას მისცემს მათ გაანალიზონ შეცდომები.

აბიტურიენთებთან ერთად, ოლიმპიადაში მონაწილეობას შეძლებენ სკოლის მოსწავლეები , მე–2– დან მე–6 კლასის ჩათვლით, სადიაგნოსტიკო წერაში, რომელიც აერთიანებს: მათემატიკას, ლოგიკასა და ქართულს.