ოლიმპიადის ფორმატი

ოლიმპიადის ფორმატი განსხვავებულია აბიტურიენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის:


ოლიმპიადის ჩატარების ადგილები: თბილისის,ქუთაისი,ბათუმი,თელავი.
ფორმატი აბიტურიენტისთვის:
  • ოლიმპიადა გაიმართება შემდეგ საგნებში: ქართული, ინგლისური, ისტორია და მათემატიკა;
  • ოთხივე ოლიმპიადა ერთ ტურიანია;
  • ტესტში საკითხების რაოდენობა და შესრულების დრო ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატის იდენტურია;
  • ტესტირების შემდეგ, მონაწილე ადგილზე ტოვებს ტესტსაც და პასუხების ფურცელსაც;
  • ტესტები, თავისი სწორი პასუხებით, პირად პროფილში დაიდება ოლიმპიადის ჩატარებიდან 3 დღის მანძილზე
  • ოოლიმპიადის ჩატარების შემდეგ აბიტურიენტს პირად პროფილზე გადაეგზავნება პასუხების ფურცლის დასკანერებული ან ,ელექტრონულად წერის შემთხვევაში, მის მიერ მონიშნული პასუხების ფურცლის ვერსია . ასევე აბიტურიენტი,სურვილის შემთხვევაში, მიიღებს განმავითარებელ უკუკავშირს ტესტის შემდგენელებისგან;
  • მონაწილეები 3 კვირის მანძილზე შეძლებენ საკუთარი შედეგების ნახვას საიტზე განთავსებულ პირად სივრცეში;
  • ნაშრომის სააპელაციო ვადა განისაზღვრება პირად პროფილში შედეგების განთავსებიდან 3 დღის ვადაში. მონაწილეს შეუძლია გადმოაგზავნოს განაცხადი ოლიმპიადის საიტზე მითითებულ ელ. ფოსტაზე: info@algortmi.ge;
  • ოლიმპიადის ფორმატი ითვალისწინებს: საუკეთესო შედეგის მქონე 10 მოსწავლის გამოვლენას საგნების მიხედვით, სერთიფიკატების და სამახსოვრო საჩუქრების გადაცემას, მათთვის სპეცილური შეხვედრების ორგანიზებას ფსიქოლოგებთან, ქოუჩებთან, მენტორებთან და ტესტის შემდგენელებთან. ყველა შეხვედრის ფორმატი იქნება ინტერაქციული;
  • გამარჯვებულები ადგილების მიხედვით გამოვლინდებიან უშუალოდ დაჯილდოებაზე;
  • ინფორმაციას დაჯილდოების შესახებ მიიღებთ პირადად, ოლიმპიადის წარმომადგენლის მხრიდან.

ფორმატი სკოლის მოსწავლეებისთვის:
  • ოლიმპიადა ერთტურიანია;
  • ტესტის ხანგრძლივობა 1 საათი;
  • ტესტი შედგება 20 საკითხისგან(ქართული, მათემატიკა, ლოგიკური მათემატიკა). ტესტი 100 ქულიანია;
  • ტესტირების შემდეგ, მონაწილე ადგილზე ტოვებს ტესტსაც და პასუხების ფურცელსაც;
  • ტესტები, თავისი სწორი პასუხებით, პირად პროფილში დაიდება ოლიმპიადის ჩატარებიდან 3 დღის მანძილზე
  • ოლიმპიადის მონაწილეს გადაეგზავნება პასუხების ფურცლის დასკანერებული ვერსია პირად პროფილზე;
  • მონაწილეები 3 კვირის მანძილზე შეძლებენ საკუთარი შედეგების ნახვას საიტზე განთავსებულ პირად სივრცეში, ასევე ოლიმპიადის საიტზე განთავსდება შედეგების ზოგადი რეიტინგი;
  • პირად პროფილში შედეგების განთავსებიდან 3 დღის ვადაში, მონაწილეს შეუძლია გადმოაგზავნოს სააპელაციო განაცხადი ოლიმპიადის საიტზე მითითებულ ელ.ფოსტაზე:info@algortmi.ge;
  • ოლიმპიადის ფორმატი ითვალისწინებს: მაქსიმალური ქულის 90% –ის ზემოთ მიღებული საუკეთესო 10 მოსწავლის გამოვლენას და დაჯილდოებას სკოლის დირქტორებთან ერთად(სერტიფიკატების და სამახსოვრო საჩუქრების გადაცემას). პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები და პრიზები. ასევე მეორე სეზონის დაწყებამდე, გამოვლინდება და საზეიმოდ გადაეცემა სერთიფიკატები, სამახსოვრო საჩუქრებთან ერთად, რეგიონის საუკეთესო მონაწილეებს;
  • ასევე მომდევნო სეზონის დაწყებამდე, საზეიმოდ გადაეცემა სერთიფიკატები რეგიონის საუკეთესო მონაწილეებს;
  • თუ მოხდა პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გამსვლელ მოსწავლეებს შორის ქულების დამთხვევა დაინიშნება დამატებითი ტური, რომელიც ჩატარდება კომპიუტერებით აღჭურვილ დარბაზში (ტესტირების ჩატარების წესებსა და პირობებს მონაწილეები გაეცნობიან ადგილზე). თუ ქულათა დამთხვევა მოხდება დამატებით ტურშიც, მაშინ გამარჯვებულის გამოსავლენად გათვალისწინებული იქნება მონაწილის მიერ დასკვნით ტურში ტესტის შესრულებაზე დახარჯული დრო;
  •  გამარჯვებულები ადგილების მიხედვით გამოვლინდებიან უშუალოდ დაჯილდოებაზე;
  •  ინფორმაციას დაჯილდოების შესახებ მიიღებთ პირადად, ოლიმპიადის წარმომადგენლის მხრიდან;
  • ოლიმპიადის ყველა მონაწილეს, ვინც გადალახავს 30 ქულიან ბარიერს, გადაეცემა სერთიფიკატი და სამახსოვრო საჩუქარი;
  • ყველა მონაწილეს, ვინც დააგროვებს 50–დან 70 ქულამდე, მიენიჭება "ჩვენი ალგორითმელი"–ს სტატუსი;
  • ყველა მონაწილეს, ვინც დააგროვებს 71–დან 80 ქულამდე, მიენიჭება "ნიჭიერი ალგორითმელი"–ს სტატუსი;
  • ყველა მონაწილეს, ვინც დააგროვებს 81–დან 90 ქულამდე, მიენიჭება "ჭკვიანი ალგორითმელი"–ს სტატუსი;
  • ყველა მონაწილეს, ვინც დააგროვებს 91–დან 100 ქულამდე, მიენიჭება "საუკეთესო ალგორითმელი"–ს სტატუსი;
  • ტესტში გამოყენებული მასალა სრულად თანხვედრაშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან;
  • მონაწილეთათვის სერთიფიკატების გადაცემა მოხდება ოლიმპიადის მომდევნო სეზონის დაწყებამდე.