ინსტრუქცია და წესები

ოლიმპიადაზე დასაშვები ბილეთის შესაძენად საჭიროა:

გაიაროთ ავტორიზაცია ჩვენს საიტზე;

დარეგისტრირდეთ თქვენთვის სასურველ საგანზე ან საგნებზე;

საგანზე რეგისტრაციის შემდეგ,მიიღოთ სმს შეტყობინება რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შესახებ;

გადაიხადოთ ოლიმპიადაზე მონაწილეობის საფასური;

გადახდის შემდეგ,პირად პროფილში გამოგიჩნდებათ ოლიმპიადაზე დასაშვები ბილეთი;

ბილეთზე დატანილია QR კოდი და ინფორმაცია ჩატარების ადგილის, თარიღის და დროის შესახებ;

ბილეთის წარდგენა სავალდებულოა ამობეჭდილი ან ელექტრონული სახით ოლიმპიადის ჩატარების ადგილზე;

ნიმუში

ტესტირების დაწყებამდე ერთი საათით ადრე დაიწყება რეგისტრაცია. რეგისტრატორი შეამოწმებს თქვენს ბარათს და მიგითითებთ, თუ რომელ მაგიდასთან უნდა დაჯდეთ.

რეგისტრაციის პროცესის დასრულებამდე თქვენ შეგიძლიათ გახვიდეთ საჭიროებისამებრ, რადგან ოლიმპიადის მსვლელობის დროს მკაცრად შეიზღუდება სექტორის დატოვების მოთხოვნა, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გასვლას შეძლებთ თანაშემწის თანხლებით.

მუშაობას დაიწყებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეთვალყურე მოგცემთ შესაბამის მითითებას.

მეთვალყურე დროის ნახევრის გასვლის შემდეგ შეგახსენებთ თუ რა დროა გასული ოლიმპიადის დაწყებიდან. ის ასევე შეგახსენებთ დროს ოლიმპიადის დასრულებამდე 15 წუთით ადრე რათა მოასწროთ პასუხების ფურცელზე პასუხების გადატანა.

როდესაც ჩათვლით, რომ ოლიმპიადა დაასრულეთ, და პასუხებიც გადაიტანეთ, ხელის აწევით მიმართავთ მეთვალყურეს და დაელოდებით მის მითითებებს.


წესები მოსწავლეთათვის:

  • დაჯექით იმ სამუშაო მაგიდასთან რომელსაც მიგითითებთ რეგისტრატორი ;
  • ნუ დააწყობთ მაგიდაზე ნივთებს კალმის, შავი სამუშაოსთვის განკუთვნილი ფურცლის, პასუხების ფურცლისა და ტესტის გარდა. წყალი, პლასტმასის ბოთლით შეგიძლიათ დადგათ იატაკზე;
  • მეთვალყურეს შეგიძლიათ მიმართოთ მხოლოდ ხელის აწევით(მაგ: თუ ტესტირება დაასრულეთ, თუ კალამმა შეწყვიტა წერა, თუ პასუხების ფურცელზე აღმოაჩინეთ ხარვეზი და სხვა ტექნიკური საკითხებითვის);
  • ტესტზე მუშაობის დაწყება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეთვალყურეები მოგცემენ მითითებას;
  • თუ დროზე ადრე დაამთავრებთ მუშაობას, ხელის აწევით მიმართავთ მეთვალყურეს;
  • ტესტირების დასრულებამდე 15 წუთით ადრე შეგახსენებთ დროს, სხვა შემთხვევაში თქვენ არ კითხულობთ თუ რამდენი დრო დარჩა დასრულებამდე;
  • დრო არავის დაემატება.

გასწორდება ის პასუხების ფურცელი, რომელზეც დააწერთ თქვენს სახელს, გვარს და პირად ნომერს.

გაფრთხილებას მიიღებთ თუ თქვენ:

  • მეთვალყურეს დაუსვამთ შეკითხვებს;
  • ტესტირების მსვლელობისას დაიწყებთ სხვა მონაწილესთან საუბარს ან გექნებათ რაიმე ფორმით დახმარების მცდელობა;
  • მეთვალყურის მითითებამდე დაიწყებთ მუშაობას;
  • ტესტირების დროის დასრულების შემდეგ გააგრძელებთ ტესტზე მუშაობას.

ერთი გაფრთხილების შემდეგ, იგივე ან სხვა დარღვევის განმეორების შემთხვევაში მოიხსნებით ტესტირებიდან.

გაფრთხილების გარეშე, პირველივე ჯერზე, ტესტირებიდან მოიხსნებით თუ:

  • ტესტირებაზე გამოიყენებთ მობილურ ტელეფონს, პლანშეტს, სმარტ საათს, კალკულატორს ან სხვა ელექტრონულ ხელსაწყოს, ან თან იქონიებთ ჩართულ მდგომარეობაში;
  • წესრიგის უხეში დარღვევის შემთხვევაში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ და დაიცვათ ოლიმპიადაზე აღნიშნული წესები.